ᲘᲚᲘᲐ ᲙᲕᲘᲢᲐᲘᲨᲕᲘᲚᲘ
უფროსი მრჩეველი, სოფლის მეურნეობის მიმართულება

ილია კვიტაიშვილს გააჩნია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში USAID-ის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის 25 წელზე მეტი გამოცდილება, საიდანაც 20 წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში ის უმაღლეს მმართველ რგოლებს მიეკუთვნებოდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, ბატონი ილია უძღვებოდა მოლაპარაკებებს როგორც საქართველო-ევროკავშირის დახმარების პროგრამის სანიტარულ ნაწილში, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრობის შეთანხმებისას. ის აგრეთვე უძღვებოდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სტრატეგიის და 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. რეგიონალური და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განვითარების ინსტიტუტის (RAPDI) დამფუძნებლის და პროგრამების დირექტორის რანგში, ის ამჟამად უძღვება დონორების დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებს და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა მხარეებთან სასოფლო-სამეურნეო პროგრამების სტრუქტურასა და განხორციელების პოლიტიკის საკითხებზე. ილია კვიტაიშვილს აქვს მაგისტრის წოდება აგრობიზნესის მენეჯმენტში და აგრონომიაში.