სათბური "პრიმავერა 1":
პირველი დაფინანსებული პროექტი სენტორუმის პლატფორმაზე

.jpg)

Photo Updated: October 12, 2020 3:20pm
10 ივლისი, 2020 5:30pm
სათბური "რომავერა 1" გახდა პირველი პროექტი, რომელიც განთავსდა და დაფინანსდა სენტორუმის პლატფორმის მეშვეობით. ეს არის 1,080 მ2 სასათბურე მეურნეობა, რომელიც აშენდება გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში. პროექტის ავტორია ადგილობრივი ოჯახი, რომელსაც გააჩნია გამოცდილება სოფლის მეურნეობაში და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ეს პროექტი წარმატებული გახდეს როგორც მათთვის, ასევე სენტორუმის პლატფორმასა და ინვესტორებისთვის, რომლებმაც მათ შესაძლებლობა მისცეს, მნიშვნელოვნად გაეფართოებინათ თავიანთი საქმიანობა.
ეს გათბობის სისტემის მქონე სათბური გაშენება მოესწრება ზამთრის სეზონამდე, რათა ოჯახმა მოასწროს ამერიკული ჯიშის "ბიგ ბიფი" წითელი პომიდორის დათესვა და მოყვანა. ზამთარში ადგილობრივ პომიდორზე მოთხოვნა ძალზე დიდია და პროექტის თანახმად, თავდაპირველი ინვესტიციის დიდი ნაწილის ამოღება მოხდება რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჩვენი გუნდი თვალყურს ადევნებს სამშენებლო და სხვა სამუშაოებს და ხშირად განაახლებს პროექტის შესახებ ინფორმაციას ჩვენს საიტზე. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ პრიმავერას მათ წამოწყებაში და ველით კიდევ უამრავ სხვა ახალ პროექტს, რომლებიც ქვეყანაში ხელს შეუწყობს ზრდას და მოუტანს სარგებელს ჩვენს ინვესტორებს.