სენტორუმსა და SEAF-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2 ოქტომბერი, 2020 7:10pm
სენტორუმმა და საერთაშორისო ინვესტიციების მართვის ფონდ SEAF-ის ქართულმა ფილიალმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას საინვესტიციო პროექტებზე ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საფუძველზე. SEAF-ის გამოცდილი გუნდი ჩაატარებს სენტორუმის პლატფორმის მიერ მიღებული და შეფასებული ბიზნეს პროექტების მიუკერძოვებელ დამატებით განხილვას. ეს გარემოება დამატებით შეუწყობს ხელს ინვესტორთა ნდობას და პროექტების ხარისხს როგორც საქართველოში, ასევე შედგომში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში სადაც SEAF აქტიურად მოღვაწეობს.
SEAF-ის შესახებ
SEAF ("მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფონდი"), რომელიც 1989 წელს შეიქმნა როგორც საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციის, CARE-ის, კერძო ინვესტირებაზე მორგებული შემავალი განყოფილება, 1995 წელს გარდაიქმნა დამოუკიდებელ ორგანიზაციად, რომელის სპეციალობაა ზრდაზე ორიენტირებული, ახალი ინიციატივების და კომპანიების დაფინანსება და მენეჯმენტი ისეთ ქვეყნებში, სადაც ნაკლებად ხელმისაწვდომია ტრადიციული კაპიტალის წყაროები. SEAF მიზნად ისახავს ეკონომიკურ განვითარებაზე მაღალ ზემოქმედებას საწარმოებში სარისკო კაპიტალის ინვესტიციის გზით და ასევე აქტიური პარტნიორობით და იმ ცოდნისა და კავშირების გაზიარებით, რომელიც 30 წლის მანძილზე დაუგროვდა.
SEAF– ს გააჩნია ადგილობრივი კაპიტალის მენეჯმენტის შესაძლებლობების გაზრდის და მცირე და საშუალო ბიზნესებში ინვესტირების გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის განვითარებად ბაზრებზე. როგორც გლობალური ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში, SEAF მართავდა ან მართავს 38 ფონდს და მეწარმეობისა და აღმასრულებელი განვითარების 14 ცენტრს (CEED) 33 ქვეყანაში. SEAF– მა განახორციელა 400 – ზე მეტი სარისკო კაპიტალის ინვესტიცია იმ მეწარმეებში, რომელთა პროდუქტი და მომსახურება აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრებას ფინანსურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი გზით. SEAF მოითხოვს, რომ ასეთმა ინვესტიციებმა მოგება მოუტანოს ჩვენს ინვესტორებს, რადგან ეს პროცესის ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებას და მდგრადობას აიძულებს.