ᲡᲔᲜᲢᲝᲠᲣᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
სენტორუმის პლატფორმის მიზანია მისცეს შესაძლებლობა ყველას, თუნდაც მცირე კაპიტალის მქონე პირებს, გახდნენ წარმატებული ინვესტორები და მიიღონ განსაკუთრებით მაღალი სარგებელი. ჩვენ უშუალოდ ჩავრთავთ ეკონომიკური ზრდის პროცესში მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკის გარკვეული სექტორების ზრდაში, სადაც აქამდე მონაწილეობენ მსხვილი კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები და განსაკუთრებულად მდიდარი პირები.
მეორეს მხრივ, სენტორუმი ასევე მისცემს შესაძლებლობას გარკვეული არარეალიზებული რესურსების მქონე პირებს (როგორიცაა მიწა ან გარკვეული ცოდნა), განახორციელონ თავიანთი ხედვა მომგებიანი საწარმოს თანამფლობელობის გზით.
პროცესი შედეგად მოიტანს მთელ რიგ პოზიტიურ სარგებელს მონაწილე ქვეყნებისთვის და ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის, მათ შორის შეუწყობს ხელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას უცხოელი დამფინანსებლებისგან, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე გაზრდის მონაწილეებში ბიზნესის და ფინანსების მართვის გამოცდილებას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სენტორუმის პლატფორმა არის საქართველოში გამოუყენებელი პოტენციალის და რესურსების რეალიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დემოკრატიული გზა, რომელიც, წარმატებული საპილოტე პროგრამის შემდეგ, დაინერგება მრავალ სხვა ქვეყნაშიც.
ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘ
ქვემოთ მოცემულია პროცესის ძირითადი მონაწილე მხარეები.
პროექტის სპონსორი ან მსესხებელი
პროექტის სპონსორები არიან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც წარმოადგენენ შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტის წყაროს. ისინი უზრუნველყოფენ კონცეფციას, დეტალურ ბიზნეს გეგმას გრაფიკით, ბიუჯეტით და ფულადი ნაკადებით ფინანსური პროგნოზებით. პროექტის სპონსორები ასევე უნდა ფლობდნენ პროექტთან დაკავშირებულ მინიმუმ ნაწილობრივ ძირითად რესურსებს, როგორიცაა მიწა, აღჭურვილობა, ინტელექტუალური საკუთრება ან ღირებული გამოცდილება და ცოდნა. პირველი ეტაპის განმავლობაში, პროექტის სპონსორი მიიღებს სპეციალურად მათი პროექტისთვის დაარსებული კომპანიის-ის შესაბამის წილებს, ხოლო მეორე ეტაპის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, რომ პროექტის სპონსორმა წარადგინოს თავისი პროექტი, რათა მიიღოს პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხი სენტორუმის პლატფორმიდან.
სესხების შემთხვევაში მსესხებლები არიან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც შეავსებენ განაცხადს სესხზე და მისი დამუშავების შემდეგ მიიღებენ სესხს უშუალოდ ინვესტორებისგან.
დამფინანსებლები
დამფინანსებლები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები, ინსტიტუციური ინვესტორები, ფონდები, სპეციალური პროგრამები ან სხვა წყაროები, რომლებიც აფინანსებენ პროექტებს ან სესხებს სენტორუმის პლატფორმის მეშვეობით.
სამრჩევლო საბჭო
სამრჩევლო საბჭო არის ორგანო, რომელსაც კონკრეტული პროექტის მიზნით ქმნის და მართავს სენტორუმი. საბჭო შედგება კომპეტენტური პირებისაგან, რომელთა როლი არის პროექტის სპონსორების მიერ მოწოდებული პროექტების განხილვა, პროექტის დასაშვებობის გადაწყვეტა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტის სპონსორის აქტივების და მონაწილეობის შეფასება, რათა მიღებულ იქნას შემოთავაზებული წილის მოცულობა პროექტის სპონსორისთვის.
პროექტის მენეჯერი
პროექტის მენეჯერი არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ჯგუფი, რომელსაც მიმართავს სენტორუმი დამტკიცებული პროექტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. პროექტის მენეჯერი უნდა ფლობდეს ადეკვატურ კომპეტენციას, რომელსაც შინაარსი მოითხოვს. მაგალითად, სამშენებლო პროექტის შემთხვევაში, პროექტის მენეჯერი უნდა იყოს სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია ან სამშენებლო მენეჯმენტში გამოცდილი პირები.
საკრედიტო მრჩეველი
სენტორუმი იყენებს კომპეტენტურ საკრედიტო მრჩეველ(ებ)ს, რომლებიც ახორციელებენ სესხის განაცხადების განხილვას და ასევე მართავენ სესხებს მათ დასრულებამდე. განხილვის პროცესი მოიცავს საკრედიტო და წინა გადახდების ისტორიის შემოწმებას, ასევე განმცხადებლის აქტივებისა და შემოსავლების ანალიზს.
სენტორუმი
სენტორუმის როლი არის მართოს საერთო პროცესი, დააკმაყოფილოს ყველა აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნა, უზრუნველყოს ინვესტორების ონლაინ პლატფორმა, უზრუნველყოს ადეკვატური ტექნიკური ინსტრუმენტები და ინფრასტრუქტურა ყველა ჩართული მხარისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი ფუნქციის შესრულება; ეწევა პლატფორმისა და პროექტების პოპულარიზაციას სხვადასხვა საშუალებებით. სენტორუმი რეგულარულად ახორციელებს დამფინანსებლების და სხვა ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროექტების შესახებ, ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობას, ამზადებს და წარმართავს განვითარების სტრატეგიას.