ᲡᲐᲜᲓᲠᲝ ᲨᲔᲚᲘᲐ
დამფუძნებელი და თავმჯდომარე

სანდრო შელია არის საქართველოში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების უმსხვილესი ორგანოს, სი ეი ინთერნეიშენალის, გენერალური დირექტორი; საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი. სანდრო ქართველი ამერიკელი საერთაშორისო ექსპერტი, ქველმოქმედი და მეწარმეა, 25 წლიანი გამოცდილებით მრავალ საკვანძო დარგში როგორიც არის შესაბამისობის შეფასება, განათლება, საერთაშორისო სტანდარტიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსები. ამჟამად ის აგრეთვე ჩართულია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, როგორიც არის ფინანსური მომსახურება და სოფლის მეურნეობა. 2015 წელს სანდრო შელიამ დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი ნათელი საქართველო, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და სტუდენტებისთვის ხელშეწყობას განათლების სფეროში. მას მიღებული აქვს ალეგენის კოლეჯის ბაკალავრის წოდება პოლიტოლოგიასა და კომუნიკაციაში და ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრის წოდება ლიდერობაში.