top of page

ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲝᲠᲗᲐ ᲡᲔᲡᲮᲔᲑᲘ

ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ

სენტორუმი ამჟამად სთავაზობს ინვესტორებს საქართველოში მოკლევადიანი მიკრო ბიზნეს სესხების პირდაპირი დაკრედიტების შესაძლებლობას განსაკუთრებული წლიური შემოსავლით, რომელიც 40%-ს აჭარბებს. სესხის განაცხადები განიხილება, ხოლო სესხები იმართება სენტორუმის საკრედიტო მრჩევლების მიერ. სესხის ინფორმაცია ჩნდება ინვესტორების ელექტრონულ პორტფელში სენტორუმის პლატფორმაზე და სესხზე გადახდები ყოველდღიურად ირიცხება ინვესტორების სასესხო საინვესტიციო ანგარიშზე პლატფორმაზე. ინვესტორებს შეუძლიათ აირჩიონ დაკრედიტების ავტომატური ოფცია, რათა განახორციელონ დაბრუნებული თანხების რეინვესტირება ახალ სესხებში ან გამორთონ ოფცია და დააგროვონ შემოსული ძირი და პროცენტი სესხის საინვესტიციო ანგარიშზე. მაშინაც კი, როდესაც დაკრედიტების ოფცია ჩართულია, ინვესტორებს შეუძლიათ თავიანთი თანხები გადაიტანონ პასიურ ანგარიშზე პლატფორმაზე, საიდანაც სესხები არ გაიცემა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია თანხის დამატება ან გამოთავისუფლებული თანხების პასიური ანგარიშიდან დაუყოვნებელი გატანა.

პირდაპირი დაკრედიტების ფუნქცია ახლა საპილოტე რეჟიმშია და ხელმისაწვდომია მოხლოდ ინვესტორთა შეზღუდული ჯგუფისათვის. მეტი ინფორმაციის მისაღებად ან ანგარიშის გახსნის მოთხოვნისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე  info@centaurum.org ან ტელეფონით +995-595-39-6600.

bottom of page