top of page

ᲡᲐᲗᲑᲣᲠᲘ "ᲞᲠᲘᲛᲐᲕᲔᲠᲐ 1"

6fe490d7-f580-460a-ae7f-f695ed70019f (1)

ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲐ

ᲡᲢᲐᲓᲘᲐ

 

ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ

ᲞᲘᲠᲝᲑᲐ

ᲛᲝᲒᲔᲑᲐ

$42,200

ᲝᲞᲔᲠᲘᲠᲔᲑᲐ

ᲒᲝᲠᲘᲡ ᲠᲐᲘᲝᲜᲘ

10Წ ᲐᲠᲔᲜᲓᲐ

$37-$45 ᲐᲗᲐᲡᲘ

გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში აშენდა თანამედროვე, გათბობის სისტემის მქონე სათბური 1,080მ2 ფართობზე. სათბურის მშენებლობის პროცესი დასრულებულია და "ბიგ ბიფის" სახობის წითელი პამიდვრის პირველი მოსავალი მოსალოდნელია 2020 წლის ნოემბრის - 2021 წლის იანვრის პერიოდში. დამატებითი დეტლები ქვემოთ არის მოცემული. 

ᲡᲘᲐᲮᲚᲔ - 14 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2020

986fed67-c081-4dab-990b-d9a60133e4ac (1)
912386fc-b919-4702-b0c3-32dc2e8e4b02.jpg

მცენარეები სწრაფად იზრდება. უმეტესობას უკვე ყვავილი ამოუვიდა.

 

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲛᲝᲜᲐᲮᲐᲖᲘ

 

პროექტი მოიაზრებს გორის რაიონში, სოფელ ქვემო ხვითში, 1,080მ2 ფართობზე თანამედროვე, გათბობის სისტემის მქონე, სათბურის მშენებლობას. მომზადებულია სრული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მოიცავს როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების ხარჯებს და ასევე სავარაუდო გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს (დეტალური ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს).


თავდაპირველი ინვესტიცია ჯამში წარმოადგენს 135,040 ლარს (42,200 აშშ დოლარი), 3.20 კურსის დათვლით. გეგმის და გათვლების მიხედვით, 2021 წლის ივნისისათვის, ორი მოსავლის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება ინვესტიციის უდიდესი ნაწილის დაფარვა. შემდგომ წლებში, წლიური სავარაუდო მოგება სათბურის ოპერირებიდან წარმოადგენს 125,000 ლარს (39,0623 აშშ დოლარს).

ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ

პროექტის სრულ მენეჯმენტს გაუწევს შპს პრიმავერა, სენტორუმის მეთვალყურეობით. შპს პრიმავერას დამფუძნებლები არიან ინვესტორები, 80% წილით, ხოლო 20% წილი ეკუთვნის ზურაბ ზანგალაძეს, ადგილობრივ მაცხოვრებელს და სოფლის მეურნეობის გამოცდილ სპეციალისტს. ის ასევე წარმოადგენ სათბურის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელზეც აშენდება სათბური. შპს პრიმავერა ასევე გეგმავს მეორე, მსგავსი ზომის სათბურის აშენებას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ასევე ბატონ ზანგალაძეს ეკუთვნის.

ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ

 

სათბური აშენდება გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში. ცნობილია, რომ ამ სოფლის ნიადაგი მდიდარია ქიმიური კომპოზიციით, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას, რაზეც ჩვენს მიერ ჩატარებუილ ანალიზიც მეტყველებს.

ᲡᲐᲗᲑᲣᲠᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ

სათბური აშენდება ერთერთი კომპანიის მიერ USAID-ის რეკომენდირებული კომპანიების სიიდან. ამ კომპანიას შესაბამისი გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელებაში. სათბური იქნება 27 მეტრი სიგანეში და 40 მეტრი სიგრძეში და 3 ცალი 9 მეტრის სიგანის სექცია ექნება. დაყენებული იქნება ვენტილაციის სისტემა, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ასევე ნახშირზე მომუშავე ღუმელის და ვერტიკალური მილებისგან შემდგარი გათბობის სისტემა. 

ᲓᲐᲡᲐᲗᲔᲡᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ

 

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სათბურში პირველ ეტაპზე დაითესებოდა მხოლოდ ერთი კულტურა - წითელი პომიდორის ჯიში სახელად "ბიგ ბიფი". პომიდორი საქართველოში ერთერთი ყველაზე კომერციულად მომგებიანი სასათბურე კულტურაა. გათბობის სისტემის ხარჯზე, პროექტის მიხედვით ორი მოსავალი არის მოსალოდნელი. პირველი მოსავლისთვის ჩითილების მოყვანა განხორციელდება აგვისტოში და ისინი სათბურში სექტემბერში გადაირგვება. მოსავალი გვიან ნოემბერში დაიწყება და იანვარში დასრულდება. ამასობაში მომზადდება მორიგი ჩითილები და მეორე მოსავლის მიღება იგეგმება 2021 წლის მარტში-მაისში. 

"ბიგ ბიფის" ჯიშის პომიდვრის მოსალოდნელი მოსავლიანობა თითოეულ ძირზე 7 კილოგრამამდეა. სათბურში სულ 2400 მცენარე დაირგვება და შესაბამისად თითოეული მოსავალი 16.8 ტონა იქნება.

ᲝᲞᲔᲠᲘᲠᲔᲑᲐ

 

სასოფლო სამეურნეო საქმიანოს წარმატების ერთერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი ფაქტორია უწყვეტი ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. შესაბამისად, პროექტის მსვლელობაში გამოყენებული იქნება კონტროლის სხვადასხვა მეთოდი მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

ადამიანური რესურსი

სათბურში ჯამში დასაქმებული იქნება 3 მუდმივი თანამშრომელი სპეციალისტი. სათბურის პროექტის სპონსორი, ბატონი ზურაბ ზანგალაძე ხელმძღვანელობას გაუწევს ამ თანამშრომლებს და იზრუნავს ხარისხის კონტროლზე. სენტორუმის გამოყოფილი თანამშრომლები და ასევე დამოუკიდებელი, მესამე მხარის სასოფლო სამეურნეო ექსპერტი ყოველკვირეულად ეწვევიან სათბურს მიმდინარე სიტუაციის გასაანალიზებლად და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე პირადად დასასწრებად.

 

მუდმივი მონიტორინგი

სათბურში დამონტაჟდება რამოდენიმე (მინიმუმ 3) ინტერნეტში ჩართული ვიდეოკამერა და რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. კამერების მეშვეობით ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები შეძლებენ პროექტზე ინფორმაციის მიღებას ნამდვილ დროში.

ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ 

 

გამოყენებული იქნება გაყიდვების სამი ძირითადი არხი:

 

საცალო გაყიდვები მაღაზიებში

მოსავლის მცირე ნაწილი საცალოდ შეიფუთება და გაიყიდება ცალკეულ სასურსათო მაღაზიებში. ამ შემთხვევაში გასაყიდი ფასი უფრო მაღალი იქნება, თუმცა მაღაზიათა ქსელი დაიტოვებს 20%-ს საკომისიოს სახით. გაყიდვის ეს არხი საინტერესოა შემოსავლის კუთხით, თუმცა მოიცავს მეტ რისკებს და ასევე გამოიწვევს ტრანსპორტირების ხარჯებს. უკვე მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება სასურსათო მაღაზიების ერთერთ უდიდეს ქსელთან, სპართან, რომელიც გვპირდება ჩვენი პროდუქციის ხელსაყრელ განთავსებას მათ მაღაზიებში.

გაყიდვები საბითუმო ბაზრებზე

გეგმის მიხედვით, მოსავლის დიდი ნაწილი გაიყიდება საბითუმო ბაზარზე. პროექტის სპონსორს აქვს შესაბამისი გამოცდილება და პირადად აქვს მიღებული მონაწილეობა საბითუმო გაყიდვებში თბილისში. მოსალოდნელია, რომ განხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საბითუმო ბაზრებზე.

გაყიდვები ადგილზე

დაგეგმილია, რომ პროდუქციის უდიდესი ნაწილი გაიყიდება ადგილზევე, სათბურთან. საბითუმო მოვაჭრეები და რეგულარურად ურთიერთობენ სოფლის მწარმოებლებთან და ზამთრის მოსავლის დროს კონკურენციის ნაკლებლობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ გაყიდვა წარმატებით და სწრაფად წარიმართება. ამ გაყიდვის მეთოდის უპირატესობა არის სიადვილე და ტრანსპორტირების ხარჯების ნაკლებლობა, ხოლო უარყოფითი მხარე - ფასის შედარებითი სიმცირე გაყიდვის სხვა მეთოდებთან შედარებით.

სააკაძის ბიზნეს ცენტრი, 88/15 ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი 0171, საქართველო

info@centaurum.org  | +995-595-39-6600

© 2021-2024 Centaurum LLC

bottom of page