top of page
ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲐᲑᲣᲚᲐᲫᲔ

უფროსი მრჩეველი მშენებლობის და უძრავი ქონების მიმართულებით

aabuladze_edited.jpg

ალეკო აბულაძე არის კომპანიების "თბილისი ვიუ" და "მონუმენტმშენის" დამფუძნებელი და თანადირექტორი. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპმენტში, სამშენებლო მენეჯმენტსა და მონიტორინგში, საზოგადოებრივ და მუნიციპალურ პროექტებში, ადგილობრივ მთავრობაში და სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. მანამ სანამ ალეკო სრულად გადაერთვებოდა კერძო დეველოპერულ საქმიანობაში, ის იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური პოლიტიკა, ლტოლვილების საკითხები, განათლება, ჯანდაცვა და საერთაშორისო ურთიერთობები. წლების განმავლობაში ალეკო აბულაძე თანამშრომლობდა მედია კომპანია "პალიტრა ჰოლდინგთან" სამშენებლო სფეროს ექსპერტის როლში. მის კომპანიებს აშენებული აქვს ბევრი ცნობილი ნაგებობა თბილისში. ალეკოს აქვს ბაკალავრის წოდება ეკონომიკაში და გავლილი აქვს სხვადასხვა სამაგისტრო კურსები რამდენიმე სასწავლებელში - მათ შორის მადრიდის დიპლომატიურ აკადემიაში - მართვაში, ფინანსურ მენეჯმენტში, საინფგორმაციო სისტემებში და ბიზნეს ადმინისტრაციაში.

სააკაძის ბიზნეს ცენტრი, 88/15 ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი 0171, საქართველო

info@centaurum.org  | +995-595-39-6600

© 2021-2024 Centaurum LLC

bottom of page