ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲮᲣᲪᲣᲠᲐᲣᲚᲘ
წარმომადგენელი დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში

სალომე ხუცურაულს აქვს მრავალი წლის გამოცდილება საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობებსა და ღონისძიებების მენეჯმენტში. სალომემ მიიღო უმაღლესი განათლება ვარშავის ვისტულის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ იგი მოღვაწეობდა კომპანია CWT– ში, კორპორატიული სამოგზაურო სერვისების ექსპერტად. მისი გამორჩეული რეპუტაციიდან და წარმატებებიდან გამომდინარე, 2018 წელს სალომე მიიწვიეს საქართველოში, თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ და პროტოკოლის სპეციალისტად. მან მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი სამთავრობო ღონისძიებების დაგეგმარებაში, როგორიც არის "პრეზიდენტის ინაუგურაცია 2019". სალომე ფლობს ორ მაგისტრის ხარისხს - საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციაში ესტონეთის დიპლომატიის სკოლიდან და საერთაშორისო ბიზნესის მოლაპარაკებებში ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტიდან. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, რუსულ, ბერძნულ და ქართულ ენებს, რაც ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია.